Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:08 10.07.2019
ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ 16 ივლისიდან კვირაში ოთხჯერ განაახლებს პირდაპირ ავიამიმოსვლას სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით

2019 წლის 10 ივლისს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქული ავიაკომპანიიის „ატლასგლობალი“ (Atlas Global) პრეზიდენტთან და მფლობელთან მურათ ერსოისთან. ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ მ/წლის 16 ივლისიდან კვირაში ოთხჯერ, Airbus -320 ტიპის თვითმფრინავით ,განაახლებს პირდაპირ ავიამიმოსვლას სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი ტურისტის შემოდინებას საქართველოში. მურათ ერსოის განცხადებით, პირდაპირი ფრენების ფასი თბილისის მიმართულებით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტამბოლი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ერთობლივი ძალებით პოპულარიზაციის შესაძლებლობები და პერსპექტივები. ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ამჟამად ოპერირებს 20 ქვეყნის მიმართულებით. 2001 წელს დაარსებულმა კომპანიამ „ატლასჯეტი” განახორციელა რებრენდინგი და 2015 წლის 1 მაისიდან ფლოტისა და გლობალური ცნობადობის გაზრდის მიზნით, ავიაკომპანია "ატლასჯეტმა" კორპორატიული იდენტობის შეცვლა გადაწყვიტა და საერთაშორისო ავიაბაზარზე "ატლასგლობალის" ბრენდის სახელით განაგრძო ოპერირება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge