Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:37 10.07.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ - ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში.


აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, ხსენებული თანხიდან მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge