Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:05 09.07.2019
„როგორ ფიქრობთ, ვესტერნ უნიონის ან მანიგრამის წარმომადგენლები რუსეთში, საფრთხის ქვეშ დააყენებენ თავიანთი ბიზნესის საქმიანობას საქართველოს გამო?“

პრეზიდენტი ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია რუსეთიდან ფულადი გზავნილების აკრძალვის თაობაზე განმარტებას აკეთებს:

 

„ბევრმა იკითხა დღეს, შესაძლებელია თუ არა რუსეთიდან ფულადი გზავნილების და საერთოდ გზავნილების აკრძალვაო. დიახ, შესაძლებელია; თუ, რუსეთის ხელისუფლება მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მისი განხორციელების ბერკეტებიც არსებობს. კერძოდ, ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი ბანკი თუ ფულის გადარიცხვების კომპანია (ადგილობრივი თუ უცხოური) მოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ის არის რეგისტრირებული და აწარმოებს ბიზნესს. ასევე, ის ბანკი/კომპანია ვალდებულია შეასრულოს იმავე ქვეყნის შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მითითება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბანკი/კომპანია შეიძლება დაჯარიმდეს ან/და ჩამოერთვას იმ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების ლიცენზია. როგორ ფიქრობთ, ვესტერნ უნიონის ან მანიგრამის წარმომადგენლები რუსეთში, საფრთხის ქვეშ დააყენებენ თავიანთი ბიზნესის საქმიანობას საქართველოს გამო? დიახ, ამის გამო იზარალებს რუსეთში მოქმედი კომპანიები, რუსეთის ბიუჯეტი, მაგრამ, როდესაც პოლიტიკა ერთვება, ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხი უკანა პლანზე გადადის; მაგალითად, რუსეთის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვამ საქართველოში პირველ რიგში, რუსული ტურ-ოპერატორები და ავიაკომპანიები დააზარალა. ამ უდავო ფაქტის მიუხედავად, მაინც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება ...“, წერს ბასილია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge