Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:09 08.07.2019
„კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გუშინდელ სატელევიზიო ეთერს ეხმაურება. „კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“, - წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტს და მთლიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.„მუდმივად არ შეიძლება გვქონდეს ისეთი პოზა, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან მტრულ გამოხდომებს. ამიტომ აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხდომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა“ - აცხადებს კადიროვი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge