Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:53 08.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას პასუხობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისში მიმდინარე აქციების ადგილებზე პოლიციელთა საკმარისი რაოდენობა მობილიზებული არაა. მათი თქმით, აქციების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილია. „დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. აქციის ადგილებზე უსაფრთხოების ზომების და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად მობილიზებული არიან შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო დანაყოფები“, - აცხადებენ შსს-ში.

 

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, არხის წინ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. „ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას. ალაგმეთ თქვენი "ბანდერლოგები", წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“, -წერს გვარამია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge