Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:18 08.07.2019
"ეს საქართველოს უბედურებაა" - მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას განცხადების შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

 

სააგენტო „ტასთან“ საუბარში ზახაროვამ მომხდარს „საქართველოს უბედურება“ უწოდა. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი რუსული სააგენტოების კითხვაზე, კომენტარი გაეკეთებინა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ამ ორი სიტყვით შემოიფარგლა.

 

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge