Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:05 06.07.2019
20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.

 

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge