Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:51 05.07.2019
ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდიის უპრეცედენტო შეთავაზება სოციალურად დაუცველ ოჯახებს - სწავლა უფასოა❗️

 

ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია უპრეცედენტო შეთავაზებას აკეთებს იმ ნიჭიერი მოზარდების ოჯახებისთვის, ვისაც არ შეუძლია, ბავშვი ძვირადღირებულ კურსებზე ატაროს. სახვითი ხელოვნების სტუდია აცხადებს მოზარდთა და აბიტურენტთა მიღებას გრაფიკა-ფერწერა ან გრაფიკა-ქანდაკების უფასო კურსებზე❗️❗️❗️ აუცილებელი წინაპირობაა: - მსურველი უნდა იყოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის წარმომადგენელი❗️ რაოდენობა შეზღუდულია (10 ბავშვი). ვიმეორებთ, სწავლა უფასოა❗️❗️❗️ ანუ, მოზარდის ოჯახი არ იხდის არც სწავლის და არც ინვენტარის საფასურს❗️❗️❗️


„გააზიარეთ‼️ გაავრცელეთ‼️ რათა გაიგონ იმ ოჯახებმა, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, მიუხედავად ნიჭისა, ბავშვი ძვირადღირებულ მოსამზადებელ კურსებზე ატარონ‼️“, ნათქვამია სტუდიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.


სწავლა დაიწყება 1 ივლისიდან. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge