Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:05 02.07.2019
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კანდიდატი ცნობილია - ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი

ევროპული კავშირის სახელმწიფოთა მეთაურები და მთავრობის თავმჯდომარეები ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ. ევროპული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ ლიდერების არჩევანი ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელზე შეჩერდა. ევროკომისიას გერმანიის წარმომადგენელი ურსულა ფონ დერ ლიაიენი ჩაუდგება სათავეში, რომელმაც 2013 წლიდან გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ფედერიკა მოგერინის შეცვლის. კრისტინ ლაგარდი - ევროპის ცენტალურ ბანკს უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე მსოფლიო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge