Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:11 02.07.2019
"არ არის ეს "დაბნელებები" ქვეყნის დაქცევა, არც მეორედ მოსვლა" - სოფია ბზეკალავა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიტყვი მოახლოვებული ე.წ "დაბნელებების" შესახებ. დიახ, ივლისი ემოციურად ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი თვე იქნება. მაგრამ გახსოვდეთ რომ ინდივიდუალურია ყველაფერი! ამიტომ არ არის ეს "დაბნელებები" ქვეყნის დაქცევა, არც მეორედ მოსვლა :)) ეს არის უბრალოდ გარდამტეხი ეტაპი და მნიშვნელოვანი პერიოდი ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. დიახ შესაძლოა იგი ზოგიერთთან აისახოს კრიზისების სახით, იმიტომ რომ ცვლილებები ჩვენი ქვეცნობიერიდან იწყება და თუ ამას არ აკეთებს ადამიანი, სამყარო გარე-ფაქტორებით, შექმნილი დეკორაციებით აიძულებს მას განახორცხიელოს ის შინაგანი ცვლილებები რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის საჭიროა განვითარების კუთხით.იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენგანი ამ ქვეყნად მოდის სულის ევოლუციის მიზნით, მენტალური და სულიერი განვითარება კი სამწუხაროდ დივანზე წამომწოლილ მდგომარეობაში არ მიიღწევა :( ასე რომ ნურავის ეშინია. კონცენტრირდით პოზიტივზე, დაისახეთ კონკრეტული გეგმები, ისურვეთ და იოცნებეთ, იყავით კეთილი და მზურნველი, გაუგზავნეთ სამყაროს პოზიტივი საიმისოდ რომ მანაც იგივეთი დაგაჯილდოვოთ. იმიტომ რომ მახვილის ამღები ყოველთვის ამ მახვილით დაზიანდება თავადვე საბოლოო ჯამში. სამყაროს თავისი უნივერსალური კანონები აქვს და ყველანაირი აგრესია დასჯადია ადრე თუ გვიან, რა ტიპის "გამაპრავებელი" მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩანასახში <3 სიკეთე, სიმშვიდე, მოთმინება ყველაზე დიდი იარაღია თითოეული ადამიანისთვის, ნებისმიერ შემთხვავაში! ამიტომ ნუ ელით ცვლილებებს გარედან, ავტომატურად და უშრომელად არაფერი მოდის. არც "დაბნელებებზე" ხდება სურვილების ასრულება უჯაფოდ :)) იმიტომ რომ ცვლილებები ჩვენი ქვეცნობიერის დონეზე იწყება ყოველთვის, ჰოდა სცადეთ აბა და საკუთარი თავიდან დაიწყეთ ტრანსფორმაცია თუკი პრეტენზია გაქვთ, რომ უკეთეს რეალობაში გსურთ ცხოვრება მომავალში. " - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge