Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:09 01.07.2019
„რუსეთში უყვართ, აფასებენ და პატივს სცემენ ქართველ ხალხს, მაგრამ, მზად არ არიან მიიღონ ექსტემისტებისა და ნაციონალისტების მოქმედებები“

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თბილისის განცხადებები ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის მხარე უარყოფითად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლების „რუსოფობიული სულით“ გაჟღენთილ განცხადებებს. 

 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი მოქმედებები ხელს არ უწყობს ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციის ტრაექტორიაზე გასვლას“, - განაცხადა პესკოვმა. მან დასძინა, რომ რუსეთში უყვართ, აფასებენ და პატივს სცემენ ქართველ ხალხს, მაგრამ, მზად არ არიან მიიღონ ექსტემისტებისა და ნაციონალისტების მოქმედებები, თუ ეს მოქმედებები მიმართულია რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge