Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:35 26.06.2019
საბჭოთა კავშირის ,,ხიბლი“ საქართველოში - რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება!

30 ივნისს, 20 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ, რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლ-პერფორმანსს ,,ფოლადი“.

 

მეტალურგთა ქალაქში ასეთი სახელწოდების მქონე სპექტაკლი, აუცილებლად გაფიქრებინებთ, რომ სიუჟეტი სწორედ რკინის კონსტუქციებში უნდა გათამაშდეს, მრეწველობისა და ქალაქის ერთობლივი განვითარების შესახებ უნდა მოგითხრობდეთ და ამასთანავე ინფორმაციას გაწვდიდეთ მეტალურგთა ქალაქის  უახლოესს წარსულზე.. არამც და არამც. სოსო ნემსაძის ,,ფოლადს“ საერთო არაფერი აქვს ზემოთ აღნიშნულთან. მაშინ რას შეიძლება ეხებოდეს სპექტაკლი სადაც შინაარსი მხოლოდ პლასტიკითაა გადმოცემული, ვიზე ან რაზეა იგი? ყველაფერზე და ყველაზე! ესეც არასრული პასუხია! უფრო, კონკრეტულად? მაშ ასე ვიკითხოთ: რა არის საბჭოთა კავშირი, რატომ არსებობდა ის და რა ,,სარგებლობა“ მოუტანა მან მსოფლიოს?? რა ადგილი ეკავა მის რუკაზე საქართველოს და შეძლო თუ არა მისი მარწუხებიდან ბოლომდე დახსნა? ეს ის მარადიული კითხვებია რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგერ უკვე ათეული წლებია  სისტემატურად ისმება. სოსო ნემსაძის ,,ფოლადი“ ასე უსიტყვოდ, მხოლოდ რამდენიმე წინადადებით და ბევრი მოძრაობით კიდევ ერთხელ გამოგზაურებთ იმ ,,ბედნიერ“ წარსულში რომლის ჩრდილიდან გამოსვლა ჯერ კიდევ შეუძლებელია.  რას იძლევა თავისუფლება? სჭირდება თუ არა ის ადამიანს და სადამდე შეიძლება მიიყვანოს გაუცნობიერებელმა ლტოლვებმა მისი ფიზიკური და თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა?! როგორია სახელმწიფოებრივი სისტემის როლი ადამიანის განვითარებაში, მის ბედს,ცხოვრებასა და მომავალში? და ბოლოს, ,,ფოლადი“ ამბავი ჩვენზე და იმათზეც! 

 

 

დამდგმელი ჯგუფი:    

 

ინსენირების ავტორი  -  ნონა ხოსიაშვილი

დამდგმელი რეჟისორი - სოსო ნემსაძე

კოსტიუმების მხატვარი - ბარბარე ასლმაზაშვილი

სცენოგრაფი - ბარბარე ასლმაზაშვილი

მუს. გამფორმებელი - მიხეილ მდინარაძე

ქორეოგრაფი - თიკო ქოიავა

სასცენო მოძრაობა - შოთა გეგიაძე

რეჟისორის თანაშემწე - ნაილი იაშაგაშვილი, მერი ფხოველიშვილი

 

 

 

სპექტაკლში თეატრის თითქმის სრული დასი მონაწილეობს. 

 

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 100 წუთი

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge