Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:20 18.06.2019
„ლგბტ-პრაიდი არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისი პრაიდის გამართვის პერსპექტივას და წერს:

 

„ეს ე.წ. ლგბტ-პრაიდი არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია. სანამ მდგომარეობა უკიდურესად გამწვავებულა და ეს პროვოკაცია სავალალო შედეგებით დასრულებულა, საჭიროა ამ პროვოკატორების საჯარო სივრციდან გარიდება. ხვალ დილითვე ხელისუფლებამ უნდა გამართოს შეხვედრა ელჩებთან და დეტალურად გააცნოს ვითარება. რამდენიმე პროვოკატორის გამო სახელმწიფო ინტერესები არ უნდა დაზიანდეს! ხელისუფლებამ დასკვნები უნდა გამოიტანოს ამ პროცესებიდან და მიხვდეს, რომ საქართველო ლგბტ-პროპაგანდას არასოდეს შეეგუება!პარლამენტმა უნდა იფიქროს იმგვარ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ გამოხატვის თავისუფლებამ არ დააზიანოს გაცილებით დიდი ღირებულება - სიცოცხლის უფლება!““, წერს ბონდო მძინარაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge