Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:49 12.06.2019
მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა

მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა. როგორც BM.GE-ს ვისკის ბრენდის JIMSHER-ის დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ განუცხადა, ამჟამად ქარხნის სპეციალური დანადგარებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქარხნის გახსნა იგეგმება. ქარხანაში ჩეხეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან ჩამოტანილი უახლესი სტანდარტების დანადგარები დამონტაჟდება. შეგახსენებთ, მარტყოფში JIMSHER-ის ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მასში კომპანია საკუთარ ინვესტიციას, ჯამში, 10 მილიონ დოლარს დებს. პირველი ქართული ვისკის ბრენდი JIMSHER-ი ბაზარზე 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა და ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით მსხვილ სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. ვისკი 0,7 და 0,50–ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული. ამჟამად ვისკის ოთხი სახეობა მზადდება – ტრადიციული, საფერავი ნამყოფი კასრში, ქართული ბრენდი კასრში, Single malt და წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი. ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, ყაზახეთში და პოლონეთში გადის, ხოლო აგვისტოდან მისი ამერიკის ბაზარზე, კერძოდ კი ტეხასის შტატში გატანა იგეგმება.

 

 

bm.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge