Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:15 12.06.2019
ჟორდანიას განახლებული კლინიკის ორგანიზებით სამედიცინო კონფერენცია, თემაზე - „ახალი ხედვა რეპროდუქტოლოგიაში“ - გაიმართა

 

9 ივნისს,  ჟორდანიას განახლებული კლინიკის ორგანიზებით სამედიცინო კონფერენცია თემაზე - „ახალი ხედვა რეპროდუქტოლოგიაში“ - გაიმართა. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო, მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის. კონფერენცია მსოფლიოს უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და სიახლეებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც ქართველ ექიმებს საშუალება მიეცეათ გაცნობოდნენ ჟორდანიას კლინიკისა და უცხოელი კოლეგების, როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო გამოცდილებას.

 

კონფერენცია თემატური სესიებით იყო დაყოფილი, სადაც ქართველმა და უცხოეთიდან  მოწვეულმა დელეგატებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და მასთან დაკავშირებული გენეტიკური კვლევები, ინ ვიტრო განაყოფიერება, მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კლინიკის შედეგები ამ მიმართულებით, შვილოსნობის ფუნქციის შენახვა  ონკოლოგიურ პაციენტებში, ჰისტეროსკოპიის როლი ადრეულ და გვიან რეპროდუქციულ ხანაში.

 

ღონისძიების მეორე ნახევარი  დაეთმო იოსებ ჟორდანაისადმი მიძღვნილ  დოკუმენტური  ფილმის  ჩვენებას და გამოფენას.

 

2016 წელს, . ჟორდანიას სახელობის კლინიკა VIVO Medical Group-ში გაერთიანდა. კლინიკა ჯგუფში გაერთიანების შემდეგ სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შემადგენლობით ფუნქციონირებს.

 

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ზაზა ბოხუა და თამარ გაბუნია. 

 

კონფერენციის მომხსენებლებს შორის იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმათულებით.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge