Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:56 11.06.2019
„ბიძინა ივანიშვილი პატივს არ სცემს ადამიანებს, ვინც მზად არის, იაფად მიეყიდოს - გულს ნუ დაიმშვიდებთ, - არც მეძვირეები უყვარს“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკურ განმარტებას აკეთებს და წერს:

 

ბიძინა ივანიშვილი პოზიციას იცვლისო, - ახლა თქვა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა. დავიღალე უფასო რჩევების მოცემით, მაგრამ ამ ერთხელაც არ დაგზარდებით:                                                                                                                                                                                                                                                               

დააკვირდით:

2011-12 წლებში ივანიშვილის მიზანი იყო სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და სჭირდებოდა რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი და თავისუფალი დემოკრატები. ამ პარტიების ლიდერებს კი თავი ივანიშვილის თანასწორად წარმოედგინათ, რაც კატასტროფული შეცდომა იყო მათთვის. 2016 წელს სხვა მიზანი გაჩნდა - საკონსტიტუციო ცვლილებები, რისთვისაც ძველი "პარტნიორები" არ გამოადგებოდა და ჩაანაცვლა კობახიძით და კომპანიით. თუ გახსოვთ, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვექნებაო. ჰქონდათ კიდეც, სანამ სჭირდებოდა.

 

2020 წლისთვის რა მიზანიც ექნება, იმის მიხედვით შეარჩევს კონტინგენტს. ამიტომ, ყურადღებით მოუსმინეთ მის განცხადებებს და კარგად დაუკვირდით. როგორ ვხვდები ივანიშვილის მოქმედების ფორმულას?! როგორ და მარტივად: ბიძინა ივანიშვილიც თავისუფალი ადამიანია და მეც თავისუფალი ადამიანი ვარ. საერთოდ, თავისუფლებას განაპირობებს დიდი ფული ან... უფულობა!

 

P. S. დაბოლოს: ბიძინა ივანიშვილი პატივს არ სცემს ადამიანებს, ვინც მზად არის, იაფად მიეყიდოს. გულს ნუ დაიმშვიდებთ, - არც მეძვირეები უყვარს. იცოდეთ თქვენი თავის ფასი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge