Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:34 11.06.2019
"დაანონსებული"რევოლუცია არ იქნება! - ეს იმ ორას პარტიასაც დაზაფრავს, "ოპოზიციასაც" და ხელისუფლებასაც, რომელიც მზად იყო, გრუ-ს შვილობილი "ევროპული საქართველოსთვის" გადაებარებინა ხელისუფლება!“

ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრემიერის ვიზიტს აშშ-ში, კონკრეტულად, მაიკლ პომპეოს განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით:  

 

„პომპეუმ (თუ სწორად ვამბობ) ბრძანა: - საქართველომ უნდა დაასრულოს ანაკლიის პორტის პროექტი! ეს დაიცავს მას ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური გავლენისგანო! ეს იმას ნიშნავს ძვრფასებო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არა მარტო პორტის მშენებლობას აუნთო მწვანე შუქი, ტვირთბრუნვის გარანტიაც საკუთარ თავზე აიღო! ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკულმა, აღმოსავლურმა ინტერესმა კიდევ ერთი წითელი შუქი აუნთო "აბრეშუმის გზაზე" მთავარი მოთამაშის სტატუსის მოსურნე რუსულ-ჩინურ ალიანსს! ვინც არ იცით, გეტყვით, რომ დიდი საერთაშორისო ტვირთბრუნვების "საკონტროლო პაკეტის" ერთადერთი ბატონ-პატრონი და განმკარგავი აშშ გახლავთ! ისეთი სულელი კი ამ საქმეში, ნამდვილად არავინაა, პორტის შენებაში მილიარდები ჩადოს, მისი დატვირთვის გარანტიის გარეშე! ცოტათი კი მრცხვენია, "ექსპერტებს" რომ გადავახტი თავზე, მარა მათი აქტიური ანალიზის უნარი და პატრონების თვალებში ყურების ამბავი რომ ვიცი, (თქვან სიმართლე, თუ ბრძანებას დაელოდონ) იძულებული გავხდი, მე მეთქვა!შემეხსენებინა ის, რაც ჭკვიან ხალხს უკვე აქვს ნათქვამი და რაც ბევრს უიმედოდ მიაჩნია! ბევრი ელოდება მოსკოვიდან ნასროლი მწვანე მაშხალის ცაში ავარდნას, მარა "დაანონსებული" რევოლუცია არ იქნება! ეს იმ ორას პარტიასაც დაზაფრავს, "ოპოზიციასაც" და იმ ჩვენს ხელისუფლებასაც საგონებელში ჩააგდებს (ალბათ უკვე ჩააგდო), რომელიც მზად არის, თუ მზად იყო, "მთავარი ოპონენტის", გრუ-ს შვილობილის, "ევროპული საქართველოსთვის" რომ გადაებარებინა ხელისუფლება! აღარც ეს გადაბარების პერსპექტივაა დღეგრძელი! დიახ! ერთ-ერთი ბოლო აკორდი ეს იყო! ბევრი რამ შეცვლისკენ წავა და ძირითადი მაინც ისევ ჩვენზე,  ქართველებზეა დამოკიდებული! თითქოს არაფერიო, მაგრამ აი რამოდენა ინფორმაცია დევს, თურმე ბატონი პომპეუს (ისევ არ ვიცი სწორად ვწერ თუ, არა) იმ ხუთ-ექვს წინადადებაში! მდაა! საოცრად საინტერესო ხდება ცხოვრება, როცა პოლიტიკა პოლიტიკას ემსგავსება!“, წერს მერაბ ხაჩიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge