Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:24 11.06.2019
„არ მინდა მივმართო სასამართლოს, დღემდე ვალი გაქვთ ჩემი, 16 ათასი დოლარი - არ მინდა ხელმეორედ ისევ ინსულტმა დაგარტყას, იქნებ ბოდიშის მოხდის წერილის წაღებაღა მოასწროთ გირგვლიანთან და მის დედასთან!”

მეცხრე არხის ამერიკის ხმის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, რუსუდან წერეთელი, სოციალურ ქსელში, მეცხრე არხის და ინფო 9-ის ყოფილ ხელმძღვანელს, ლუბა ელიაშვილს მიმართავს:


“რამდენიმე თვის წინ საჯაროდ მივმართე  ლიუბა  ელიაშვილს, სადაც მას ავუხსენი თუ რატომ არის მისი დღევანდელი პოზიცია უზნეობა.  ეტყობა მან სათანადოდ ვერ გაიგო ჩემი სათქმელი და ახლა კიდევ ერთხელ, უფრო დეტალებში მინდა ავხსნა. ქალბატონო ლიუბა,  დავიწყოთ იქიდან რომ, მეცხრე არხის დირექტორად დანიშვნისთანავე ტელევიზიის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭომ  უნდობლობა გამოგიცხადათ და თქვენთან თანამშრომლობა შეწყვიტა! (შეგახსნებეთ, საერთაშორისო  საბჭოში შედიოდნენ: გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და “ვუდროუ ვილსონის ცენტრის” ყოფილი პრეზიდენტი; ლარი კინგი, CNN-ზე “ლარი კინგის შოუს” წამყვანი; რობერტ მენარდი, ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი).
ქალბატონი ლიუბა, მალევე მათ წერილით მიმართავთ. მიუხედავად თქვენი რამდნიმე მცდელობისა,  რომ საბჭოს წერილი წაეკითხათ, კრახით დამთავრდა. საბჭომ არც კი მიიღო თქვენი გაგზავნილი წერილი. წერილში მათ თქვენ თანამშრომლობის გაგრძელებას სთხოვდით. ამის შემდეგ, მიკავშირდებით მე, ამერიკაში და მთხოვთ საბჭოსთან წერილის მიტანას, რადგან იცოდით, რომ როგორც მეცხრე არხის ამერიკის ბიუროს ხელმძღვანელს საბჭოსთან ურთიერთომა მე მქონდა.  რა თქმა უნდა,  შევხვდი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსაც და მათ ოფიციალურ წარმომადგენელსაც  ვაშინგტონის სათაო ოფისში და თქვენი წერილი გავაცანი, რაზეც შემდეგი პასუხი მივიღე: “თავს უშველეთ, ელიაშვილი ტელევიზიას დაანგრევს და ჩვენ არ გვინდა მასთან თანამშრომლობა” . ეს იყო 2013 წლის იანვარში. 2013 წლის აგვისტოში კი თქვენი უშუალო ხელშეწყობით, მართლაც რომ  შეძელით მეცხრე არხის დანგრევაც და დახურვაც;  თან ეს ყველაფრი ურცხვად მეპატრონესაც გადააბრალეთ, რომელიც თავიდან ბოლომდე შეცდომაში შეიყვანეთ! თქვენ ტელევიზია მოსპეთ თქვენი არაპროფესიინალიზმითა და გაბერილი საშტატო ერთეულით;   ბოლოს “პეტლიჩკის” მიმმაგრებლის შტატიც კი შექმენით.  ერთადერთი,  რასაც ვერ მოერიეთ ეს თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა იყო, რისი გარანტორიც თავად ტელევიზიის მეპატრონე გახლდათ; თუმცა ამას ყველანაირად ცდილობდით და პირადად გინდოდათ ჩემი მასალების გაკონტროლებაც. ამის უფლება არც მე მოგეცით! თქვენ ტელევიზიაში მოხლოდ საკუთარი  კეთილდღეობისთვის მუშაობდით. პარალელურად, ორმაგ თამაშს ეწეოდით მეპტარონესთან და მეცხრე არხის გუნდთან. ქალბატონო ლიუბა, თქვენ ის ოდეერი ხართ, რომელიც მაშინ ბატონ ივანიშვილს უფლისწულს ეძახდით და ჩვენ, მეცხრე არხის თანამშრომლებს  მადლობის გადახდას  გვაიძულებდით მისთვის . ახლა გეკითხებით, მაშინ კარგი იყო ივანიშვილი და ახლა ცუდია?! ქალბატონო ლიუბა, თქვენ ის ქალი ხართ ივანიშვილმა საჩუქრად ძვირად ღირებული სააგანტეო ინფო – 9 რომ გადმოგცათ, მერე იქიდან თანამშრომლები გააძევეთ, დახურეთ კიდეც რედაქცია და ბოლოს სარფიანად გაყიდეთ. ახლა ისევ გეკითხებით, სად არის ეს ფული და ასე რომ გძულთ ივანიშვილი დღეს რატომ არ აბრუნებთ მის საჩუქარს უკან?!


კიდევ ერთი, თქვენ არასდროს გამოირჩეოდით დიდი ერუდიიცითა და განათლებით, არც არასდროს ყოფილხართ ჟურნალისტიკის მეტრი, მაგრამ თქვენს ჩემს მიმართ მოწერილ  ბოლო კომენტარში , სადაც ჩემს ახალ პროფესიას – რეალტორაბს უსვამთ ხაზს, კიდევ ერთხელ დაადასტურეთ უმეცრება. თქვენ ამერიკაში რეალტორობა ეტყობა საქართველოში კარდონის ყდაზე დაწერილი გასაყიდი ბინის ფასებით მდგარი მაკლერები გგონიათ. ამერიკაში რეალტორობა ერთ-ერთი პრესტიჟული ბიზნესია და შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტიც – დონალტ ტრამპი ამ სფეროდანაა. სანამ ამ სიბრიყვეს დაწერდით, იქნებ თქვენი იდეოლოგიის მამისთვის გიგა ბოეკრეიასთვის გეკითხათ; ვინ, ვინ  და ბოკერიამ ყველაზე კარგად იცის ამერიკა და ამერიკანიზმი.


და  ბოლოს, რაც ნაკლებს ილაპარაკებთ ისევ თქვენთვისაა უმჯობესი, რადგან ჯერ კიდევ ანაგირშს ვუწევ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ მინდა მივმართო სასამართლოს, მეცხრე  არხში მუშაობის დროს სამივლინებო ფული რომ არ გადამიხადეთ და დღემდე ვალი გაქვთ ჩემი 16 ათასი დოლარი. არ მინდა ხელმეორედ ისევ ინსულტმა დაგარტყას ამ ნერვიულობაზე და ვინ იცის,  მაშინ მხოლოდ, იქნებ ბოდიშის მოხდის წერილის წაღებაღა მოასწროთ გირგვლიანთან და მის დედასთან!”

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge