Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:07 11.06.2019
"შე ყეყეჩო ადამიანო შენა“ - დაპირისპირება გია ვოლსკსა და გიგა ბოკერიას შორის

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია. ერთმანეთს სიტყვიერად ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერიგიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გია ვოლსკის სიტყვით გამოსვლისას მოხდა, რა დროსაც გიგა ბოკერიამ რეპლიკა წარმოთქვა.

 

„შე ყეყეჩო ადამიანო შენა, გიგა ბოკერია“- ამ რეპლიკით მიმართა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას. მანამდე ვოლკსიმ პარალმენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით მამაკაცი კასტილით არ გაუუპატიურებია, ახალგაზრდა ქუჩაში არ მოუკლავს და არ უწამებია.

 

ვოლსკის ამ განცხადებას ადგილიდან გიგა ბოკერიამ რეპლიკებით უპასუხა. ბოკერიამ ვოლსკის „ცეკას“ ინსტრუქტორი და ვიგინდირა უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

 

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge