Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:00 11.06.2019
„დიდი ბოდიში ჩემს მეგობარ ბიზნესმენებთან - ავტორიტეტი ისეთივე რესურსია, განსაკუთრებით, ლობირების დროს, როგორ წყალი და ბენზინი, ანუ შეიძლება გამოილიოს“

ჟურნალისტი, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება განბაჟების 5-დღიანი პროცედურის შემოღებას, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა:

 

„დიდი ბოდიში ჩემს მეგობარ ბიზნესმენებთან, მაგრამ ვერ გამიგია მათი "ისტერიული" კომენტარები განბაჟების 5-დღიანი პროცედურის შემოღებასთან დაკავშირებით. ერთჯერადად 25 დღით განბაჟების თანხის გადახდის თარიღის წინ გადმოწევა ვერანაირ პრობლემას ვერ შექმნის მათთვის, მითუმეტეს, რომ დანარჩენი ბიზნესი ქვეყანაში ასე ფუქნციონირებს. "ოქროს სიის" კომპანიებისაგან ესეთი აჟიოტაჟი ცოტა არ იყოს სასაცილოდ მეჩვენება. როცა ლობირებ რაღაცას, უნდა იცოდე, რომ ამ საკითხის ლობირება მართლა გიღირს. ხოდა, ამ შემთხვევაში, მეჩვენება, რომ ის ბიზნესმენები ტყუილად ხარჯავენ თავიანთ ავტორიტეტს ამ საკითხის გარშემო. მერე, უფრო მნიშვნელოვან რამეზე რომ დასჭირდეთ ფინანსთა სამინისტროში მისვლა, შეიძლება იმ მნიშვნელოვან საკითზე ჩინოვნიკებმა აღარ დაუჯერონ, იმიტომ, რომ ავტორიტეტი ისეთივე რესურსია, განსაკუთრებით ლობირების დროს, როგორ წყალი და ბენზინი, ანუ შეიძლება გამოილიოს. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. ერთადერთი რაშიც შეიძლება მიედავო ფინანსთა სამინისტროს, მინიმუმ სამი თვით ადრე უნდა გაეფრთხილებინა ეს კომპანიები, რომ მათ მოსამზადებელი დრო ჰქონოდათ“, წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge