Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:21 10.06.2019
„არ შეიძლება, ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! - არ მიკვირს, განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი“

სოციალურ ქსელში ვრცელდება პარლამენტარ რომან გოცირიძის კომენტარი, რომელიც რუსთავი-2-ის წუხანდელ ეთერს და იქ ზაზა სარალაძის გამოსვლას აფასებს. როგორც საზოგადოებამ ნახა, შვილმკვდარ მამას მძიმე და ემოციური გამოსვლა ჰქონდა:  

 

„რომან გოცირიძე: - ის, რაც გუშინ ზაზა სარალიძის მხრიდან რუსთავი ორის ეთერში ვიხილეთ, იყო სტანდარტული შოუ პროგრამა! არ შეიძლება ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! ნაციონალური მოძრაობა მთელი ეს პერიოდი მას მხარში ედგა, თუმცა მისმა შეცდომებმა ნახეთ რაც მოიტანა! არ მიკვირს, განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი“. სად და როდის გააკეთა პარლამენტარმა ეს განცხადება, უცნობია. ამას ვერც ერთი წყარო ვერ აზუსტებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge