Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:50 10.06.2019
„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა ერთმანეთს ესროლეს

ცხინვალში, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე სროლების შედეგად, ერთი ადამიანი ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ცხინვალის შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა იგორ ნანიევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ინციდენტი დღისით, პუშკინისა და ჯიოევის ქუჩების კვეთაზე მოხდა. „ადგილზე მუშაობენ შსს-სა და პროკურატურის ოპერატიული სამძებრო ჯგუფები. ისინი მომხდარის გარემოებებსა და სროლებში მონაწილე პირების დადგენას ცდილობენ“ - განაცხადა დეფაქტო მინისტრმა. თვითმხილველების განცხადებით კი, ერთმანეთს „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა ესროლეს.

 

„საპარლამენტო არჩევნები“ ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ 9 ივნისს გაიმართა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge