Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:29 10.06.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობის დასრულება შეაფასა

ის, რაც ჩანდა შეუძლებელი პროცესის დასაწყისში, დაახლოებით ერთი წლის წინ, აღმოჩნდა, რომ ყოფილა შესაძლებელი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით მუშაობის დასრულება. ირაკლი კობახიძემ ახალ რეგულაციებზე და ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთება გახდა ვალდებული, დადგინდა სასამართლოს თავჯდომარეების დანიშვნამდე, შესაბამის სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტანციების გავლის ვალდებულება. მისივე თქმით, მოწესრიგდა საბჭოს გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების გამოქვეყნების წესი, მათ შორის ვადები. ასევე, ინტერესთა კონფლიქტის წესები გავრცელდება უფრო ფართო წრეზე, არამარტო საბჭოს წევრების მიმართ, არამედ ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ.

 

ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის. „იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები,მათ შორის დაწესდა მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც აქამდე არ იყო გაწერილი კანონში.დადგინდა სასამართლოს თავჯდომარეების დანიშვნამდე, შესაბამის სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტანციების გავლის ვალდებულება და ასევე მოსამართლეების დანიშვნისას გადაწვეტილების დასაბუთების ვალდებულება. მოწესრიგდა საბჭოს სხდომების საჯაროობის საკითხი და გვაქვს მნიშვნელოვანი რეგულაციები ამ მიმართულებით. ასევე, მკაფიოდ მოწესრიგდა საბჭოს გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების გამოქვეყნების წესი, მათ შორის ვადები. დადგინდა ასევე გარკვეული რეგულაციები საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით. სამივე ინსტანციიდან აირჩევა საბჭოს თითო წევრი მაინც, ეს არის ახალი რეგულაცია, ინსტანციურობის პრინციპი არის დაცული. ასევე, ინტერესთა კონფლიქტის წესები გავრცელდება უფრო ფართო წრეზე, არამარტო საბჭოს წევრების მიმართ არამედ ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ. ასევე გაიმიჯნა საბჭოს ინდივიდუალურ და ნორმატიული აქტები. ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაწილში. ამ შემთხვევაში ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს შეთანხმება, გვაქვს კონსესუსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, როგორც თვითონ კანონპროექტის ხარისხის თვალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ, ასევე კონსესუსი სამუშაო ჯგუფში. მოხარული ვარ, რომ სწორედ ასეთი შედეგით დასრულდა მუშაობა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის რაც ჩანდა შეუძლებელი პროცესის დასაწყისში,დაახლოებით ერთი წლის წინ, აღმოჩნდა რომ ყოფილა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge