Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:45 10.06.2019
"დავით გარეჯსაც დავიცავთ, სააკაშვილ-ბოკერიებსაც გავასამართლებთ, მალე მოვა ეს დრო..." -ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"გულწრფელად მეცინება, ტელეწამყვანი კვესიტაძე გამალებით და მგზნებარედ მოუწოდებს ხალხს,- არ შემოურთდნენ პატრიოტთა ალიანსის აქციას 15 ივნისს, 4 საათზე, თავისუფლების მოედანზე. ვინმემ გადასცეს, რომ გაცილებით ბევრნი ვიქნებით, ვიდრე წარმოუდგენია:) დავით გარეჯსაც დავიცავთ, სააკაშვილ-ბოკერიებსაც გავასამართლებთ, მალე მოვა ეს დრო...


"ოცნების" ის მოღალატე, გამყიდველი წევრებიც აგებენ პასუხს, რომლებიც კოჰაბიტაციას უწევდნენ ლობირებას, სიღარიბესაც დავძლევთ, ქვეყნასაც გავაერთიანებთ და სამუდამოდ დავასრულებთ ქართველი ხალხის ღალატს: მიწების ჩაბარება-გაყიდვას, ქვეყნის ინტერესების დათმობას... ახალი თაობის განადგურებას, ნარკოტიკის უკონტროლო და თავისუფალი ბრუნვის შედეგად... ბევრი საქმეა წინ და შემოგვიერთდით, ვინც ისე ფიქრობთ, როგორც ჩვენ! 15 ივნისს, 4 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე!"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge