Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:41 10.06.2019
"ნაცები როცა ასპარეზიდან გაქრებიან და გადაშენდებიან, ამის მერე მართლაც შეიძლება ხელისუფლების შეცვლის პროცესი დაიწოს"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რით ვერ გაიგეს ამ ყოვლად უტვინო, ე.ი. როგორც კახეთში იტყვიან - ბეტლუმმა ნაცებმა, რომ სანამ ეგენი რევანშისთვის იბრძვიან, ქოცებს გამარჯვება ყოველთვის გარანტირებული აქვთ!


თუ მართლა უნდათ ხელისუფლების შეცვლა, ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზაა: ქოცყოფილები კი არ გაანაცონ, არამედ პირიქით:თავადვე რადიკალურად გაქოცდნენ. ე.ი. შავგულიძე კი არ უნდა შესულიყო ნაცებში, არამედ შებრუნებით - ბოკერია როგორმე უნდა შეპარულიყო ქოცებში და მაშინ, ხელისუფლებაც უეჭველად შეიცვლებოდა!


ისე, უფრო პროზაული და არაუტოპიური გზაც არსებობს - ნაცების თვითლიკვიდაცია! ნაცები როცა ასპარეზიდან გაქრებიან და გადაშენდებიან, ამის მერე მართლაც შეიძლება ხელისუფლების შეცვლის პროცესი დაიწოს,"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge