Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:29 10.06.2019
"მოკლედ, ვლადიმერ პლახოტნიუკმა, რომელიც ღარიბ მოლდოვაში არის ერთადერთი მდიდარი ადამიანი, წააგო არჩევნები"

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

"მოკლედ, ვლადიმერ პლახოტნიუკმა, რომელიც ღარიბ მოლდოვაში არის ერთადერთი მდიდარი ადამიანი და ბოლო არჩევნებამდე მმართველი პარტიის ლიდერი, წააგო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ის გამოკვეთილი ანტი-რუსი იყო, იმდენად ამოუვიდათ იქ ყელში ძალაუფლების არაფორმალური კონტროლის შედეგად ინტერესჯგუფების დომინირება ხელისუფლებაზე, რომ მის მოსაშორებლად პრო-ევროპული და პრო-რუსული ძალები გაერთიანდნენ.

 

ამის შემდეგ პლახოტნიუკმა ჩართო მის მიერ კონტროლირებადი სასამართლო სისტემა და ახლად არჩეული პარლამენტი დაშალა. ახლა ვითარდება სერიოზული კრიზისი. მე კომენტარს არ გავაკეთებ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია..." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge