Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:35 09.06.2019
შსს-მ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებომოქმედებების შედეგად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 2015 წლის 9 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. „2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ. ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ.ბ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge