Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:39 02.06.2019
„ტრამპი ამერიკაში, ვიქტორ ორბანი უნგრეთში, მატეო სალვინი იტალიაში, მარინ ლე პენი საფრანგეთში და ნაიჯელ ფარაჟი ბრიტანეთში იგივე რიტორიკას იყენებენ, როგორსაც მე-20 საუკუნის ფაშისტები“

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები თავისი მომხრეების გაერთიანებასთან დაკავშირებით მე-20 საუკუნის ფაშისტების რიტორიკას შეადარა. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება. მან ტრამპს ლიბერალური დემოკრატიისთვის „მზარდი გლობალური საფრთხის“ მაგალითი უწოდა. ლონდონის მერმა ევროპელი პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა. მისი თქმით, ვიქტორ ორბანი უნგრეთში, მატეო სალვინი იტალიაში, მარინ ლე პენი საფრანგეთში და ნაიჯელ ფარაჟი დიდ ბრიტანეთში მხარდაჭერის მოსაპოვებლად იგივე რიტორიკას იყენებენ, როგორსაც მე-20 საუკუნის ფაშისტები. „და ისინი პოულობენ ნიადაგს და იღებენ ძალაუფლებას და გავლენას ისეთ ადგილებში, რომელიც წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ“, - განაცხადა ლონდონის მერმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge