Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:22 02.06.2019
„80 წლის შემდეგ რუსებმა გამოაქვეყნეს სსრკ-ს ისტორიიის ერთ-ერთი სამარცხვინო დოკუმენტის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის და მასზე დართული საიდუმლო პროტოკოლების ორიგინალის ფოტოასლი“

პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

 

80 წლის შემდეგ რუსებმა როგორც იქნა გამოაქვეყნეს სსრკ-ს ისტორიიის ერთ-ერთი სამარცხვინო დოკუმენტის, მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის და მასზე დართული საიდუმლო პროტოკოლების მათ ხელთ არსებული ორიგინალის ფოტოასლი. ამ ხელშეკრულებით ფაშისტებმა და კომუნისტებმა გაიყვეს პოლონეთი, ხოლო ბალტიისპირეთი და ბესარაბიის ნაწილი მიიერთა სტალინმა. 80 წლიდან 50 წელზე მეტი სსრკ, მისი ისტორიკოსები კატეგორიულად უარყოფდნენ სტალინსა და ჰიტლერს შორის ასეთი შეთანხმების არსებობას. ათწლეულების განმავლობაში ოფიციალური კრემლი და მისი რუპორები "ისტორიის ფალსიფიკატორებს უწოდებდნენ" ყველას, ვინც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს ახსენებდა .


80-იანების ბოლოს როგორც იქნა აღიარეს და მაშინვე დაიწყეს ახალი იდეოლოგიური კლიშეს დანერგვა, რომელიც რა თქმა უნდა სტალინს და სსრკს ამართლებდა. თურმე ნუ იტყვით, რუსეთმა ჰიტლერთან ხელშეკრულებას იმიტომ მოაწერა ხელი, რომ საფრანგეთმა და ინგლისმა მანამდე უარი თქვეს ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების თაობაზე რუსების მიერ შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერაზე. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთი ინგლისისა და სფრანგეთისგან ითხოვდა, რომ მათ მხარი დაეჭირათ პოლონეთში და რუმინეთში რუსული სამხედრო ნაწილების განლაგებისთვის, ანუ ოკუპაციისთვის. თურმე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ამ ქვეყნების ოკუპაციაზე არ დათანხება იყო გამამრთლებელი მიზეზი ჰიტლერთან მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმების, სამი ბალტიისპირული სახლემწიფოს ოკუპაციის და პოლონეთის განადგურებიდსა და რუმინეთისთვის ბესარაბიის წართმევის!

 

ისტორიულთან ერთად ამ დოკუმენტების ახლა გამოქვეყნებას სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი კონტექსტი აქვს. ძალიან საინტერესოა რეცენზია, რომელიც ახლავს გამოქვეყნებულ მოლოტოვ-რინბენტროპის პაქტს. კონტექსტი მისი ასეთია, რომ თუკი დასავლეთი 30-იანი წლების მსგავსად კვლავ არ დათანხმდება რუსების მიერ შეთავაზებულ ევროპული უსაფრთხოების სისტემას, ( მათ შორის პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული სტატუსკვოს შეგუებით, ანუ ჩვენთვის და უკრაინისთვის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, დონბასის წართმევაზე თვალის დახუჭვა-დათანხმებით) მაშინ დასავლეთი ისევ დადგება კატასტროფის, მსოფლიო ომის წინაშე. ახლა უკვე თერმობირთვული არმაგედონით იმუქრებიან! პირველად ეს პუტინმა თქვა შარშან, როცა განავრცო იდეა - "Зачем мир если вней не будет великой России". ახლა უკვე ამ ნაშრომში იმეორებენ ამ მუქარას. ეჭვი მაქვს, რომ არ გაუვათ, მიუხედავად ბევრი ევროპელი ლიდერის სრული პოლიტიკური იმპოტენციისა. მაგრამ თავად საკითხი დაყენების ფორმა და ისტორიული პარალელები აქვთ ძალიან ნიშანდობლივი და "საინტერესო" .

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge