Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:00 28.05.2019
„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გამოკვეთილი ლიდერია" - ლინას ლინკევიჩუსი

„თქვენმა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ მიმართული ამბიციური რეფორმების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველო ასევე გამოკვეთილი ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნებს შორის" - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილში წერს, სადაც ის თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს.

 

წერილში ნათქვამია, რომ ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისთვის საქართველოს უამრავი გამოწვევის დაძლევა მოუწევს. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა კვლავაც გულითადად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" - წერს ლინას ლინკევიჩუსი.

 

წერილში გამოთქმულია იმედი, რომ ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება, რასაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავება, ვაჭრობის სტიმულირება და ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის გაძლიერება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge