Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:11 16.05.2019
ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე გარდაცვლილი იპოვეს.

 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

 

“მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge