Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:32 15.05.2019
საბერძნეთში 29 წლის ქართველი გოგო საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

საბერძნეთში 29 წლის ქართველი გოგო საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ათენში მოხდა. ადგილობრივი  მედია იუწყება, რომ ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, სავარაუდოდ, გაგუდეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ გარდაცვალებამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რადგან სახლში ჩხუბის კვალი იყო და გარდაცვლილს ყელზე სისხლჩაქცევები აღენიშნება. ბერძნულ მედიასთან გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან, სადაც ცხედარი იპოვეს, ქალისა და მამაკაცის  ჩხუბის  ხმა გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქართველი გოგო საკუთარმა პარტნიორმა მოკლა. პოლიცია ფიქრობს,  რომ ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

 

ინფორმაციას პრაიმ თაიმი ავრცელებს.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge