Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:37 15.05.2019
„გამსახურდიას ცოლი იყო და ასეთი?“ - „ეს აკრიტიკებს გამსახურდიას მეუღლეს?“ - ზუგდიდის დაპირისპირებამ სოცქსელებში გადაინაცვლა

ფეისბუკმომხმარებელი დათო ახვლედიანი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და თვისუფალი ზონის წევრის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „იცნობდეთ, ეს მარიამ ბაშარულია, თვისუფალი ზონის პიარის უფროსი და ეს აკრიტიკებს გამსახურდიას მეუღლეს“. ამ პოსტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნაცმოძრაბის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები.

 

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბაშარული სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მანანა არჩვაძის გამოსვლას ზუგდიდში და დაწერა: „გამსახურდიას ცოლი იყო და ასეთი?“

 

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ დღეს მხარდამჭერებთან სანდრა რულოვსის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს საქართველოდან გააგდებს. აქციაზე მანანა არჩვაძის მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ საარჩევნო ატრიბუტიკით მივიდნენ. „პროვოკატორო, მიბრძანდით აქედან, მე საქართველოსთვის ვარ, შე არაქალო - ასე მანანა არჩვაძემ ჟურნალისტებს მიმართა. ის მედიის წარმომადგენლების შეკითხვამ გააღიზიანა, რომლებიც დაინტერესდნენ რატომ გადაწყვიტა მან ზუგდიდში მაინცდამაინც ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში ჩასვლა და იდგა თუ არა მის უკან მმართველი პარტია. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge