Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:05 15.05.2019
საბროკერო კომპანია „ველსმა“ სტუდენტების დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი, საზოგადოებრივ აქტივობებში, ღიადაა ჩართული. მაგალითად, ქართული უნივერსიტეტები თავიანთი სტუნდებისათვის სულ უფრო ხშირად მართავენ დასაქმების ფორუმებს, სადაც მიწვეული არიან მსხვილი კომპანიები, როგორც პოტენციური დამსაქმებლები. მორიგი ასეთი ფორუმი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. სხვა მსხვილ ორგანიზაციებთან ერთად, საბროკერო კომპანია ველსი, ფორუმზე გამორჩეულ ადგილს იკავებდა. უნივერსიტეტის სტუდენტებს, ველსის წარმომადგენლებმა, თანამედროვე ეკონომიკის უმნიშნელოვანეს დარგზე მიაწოდეს ინფორმაცია და პროპ-ტრეიდინგულ  გუნდში არსებული, თავისუფალი სამუშაო ადგილების დასაკავებლად, აქტიური ნაბიჯებისკენ მოუწოდეს.


როგორც კომპანია ველსი-ს დირექტორი დიმიტრი სუკიასოვი ამბობს, რომ სტუდენტების ჩართულობა თანამედროვე მიმართულების საქმიანობაში საინტერესოსთან ერთად მნიშვნელოვანია.


-  ჩვენ ვაპირებთ დიდი პროპ-ტრეიდინგული გუნდის ჩამოყალიბებას და ამისათვის ყველა რესურსი გვაქვს. გვინდა, რომ სტუდენტებიდან საუკეთესო ნაკადი შევარჩიოთ და ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ. ეს იქნება საქართველოში ყველაზე მსხვილი, ტრეიდერებისგან შემდგარი დარბაზი, სადაც წარმატებული ვაჭრობა ბევრად უფრო იქნება შესაძლებელი. ასეთი ფორუმები ჩვენ, კომპანიებს და სტუდენტებს თანაბრად გვეხმარება ერთმანეტის პოვნაში.

 

ველსის სტენდთან არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო მათთვის საინტერესო ინფორმაცია და ტრეიდინგის მიმართ დიდი ინტერესიც გამოხატეს. კომპანია ველსი სხვადასხვა უნივერსეტეტებთან აქტიურ თანამშრომლობას უწყვეტად გააგრძელებს, რადგან თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი - ვაჭრობა საერთაშორისო სავალუტო და საფონდო ბაზრებზე, ქართული ეკონომიკისთვის მომავალში, მნიშნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ახალი თაობის ჩართულობა კი კომპანია ველსისთვის ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია.

 

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge