Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:13 15.05.2019
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებმა ქვეყანაში შეიძლება მორიგი დაპირისპირების პროვიცირება გამოიწვიოს

 

 

«Независимая газета» (რუსეთი), 15 მაისი, 2019 წელი

 

 

http://www.ng.ru/cis/2019-05-14/7_7572_georgia.html

 

 

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში არსებული სიტუაცია პარლამენტის შუალედური და რამდენიმე რაიონში ადგილობრივი ორგანოების რიგგარეშე არჩევნების წინ: „არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ვითარება იძაბება. ელექტორალური პროცესი, რომელიც სხვა დროს ყურადღებას არ მიიპყრობდა, დღეს წინა პლანზეა წამოწეული. საქმე იმაშია, რომ არაა გამორიცხული ეს არჩევნები ხელისუფლებაში „ერთიანი ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მანიშნებელი იყოს, რასაც მისი ლიდერის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებაც მოჰყვება“, - ნათქვამია მასალაში (ავტორი - იური როქსი).


„19 მაისის არჩევნებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ორ საარჩევნო ოლქში შექმნილი სიტუაცია: პირველი - თბილისის მთაწმინდის რაიონში პარლამენტის მაჟორიტარული დეპუტატი უნდა აირჩიონ: იქ ადგილი 2018 წლის ბოლოს გათავისუფლდა, როცა დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. მეორე - ზუგდიდში დანიშნული მერის არჩევნები. ქალაქის ყოფილი თავი კორუფციის გამო ციხეში მოხვდა, გათავისუფლებულ ადგილზე კი, სხვა კანდიდატებთან ერთად (მათ შორისაა მმართველი პარტიის კანდიდატიც), პრეტენზია აქვს ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის - სანდრა რულოვსს, მიხეილ სააკაშვილის ცოლს.


სანდრა რულოვსი ზუგდიდში რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა და საარჩევნო კამპანია სავსებით წარმატებით მიჰყავს. მას თავისი რესურსებით მხარს ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“ და მეუღლე მიხეილ სააკაშვილი უჭერს, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. როგორც ცნობილია, ექს-პრეზიდენტის მიმართ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიხეილ სააკაშვილს მოქლაქეობა არ აქვს, მაგრამ მაინც გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყნებში. მას მხოლოდ რუსეთში ეშინია ჩასვლა (გასაგები მიზეზების გამო) და თავის სამშობლოში, სადაც ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება.


ცხადია, რომ მმართველი პარტია სანდრა რულოვსს უპირისპირდება. მისი  სავარაუდო გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ სრულიადაც არ აწყობს - უფრო ნაკლებადაც კი, ვიდრე ეს ამასწინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო, როცა „ნაციონალების“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენდა. სანდრა რულოვსის წარმატება შეიძლება „ნაცმოძრაობისათვის“ „სარეაბილიტაციო პროცესის“ დაწყება გახდეს, რაც რეალურად დასავლეთ საქართველოში, უფრო ზუსტად კი აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონში - სამეგრელოში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ზუგდიდი ხომ სამეგრელოს „დედაქალაქია“, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროიდან ოპოზიციის ცენტრს წარმოადგენს. რეგიონი მეტ-ნაკლებად მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დაწყნარდა.


წარმოშობით ჰოლანდიელმა სანდრა რულოვსმა სამგრელოში პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა, როცა ერთ-ერთ შეხვედრაზე ბევრისთვის მოულოდნელად მან კარგი ქართულით საიბარი დაიწყო და ლაპარაკის დროს მეგრულ ფრაზებსაც იყენებდა. ამჟამინდელ საარჩევნო კამპანიის დროს კი სანდრა რულოვსმა ზუგდიდში საცხოვრებლად ბინა დაიქირივა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობაში რეიტინგი აიმაღლა. იგი კარგად სარგებლობს თავისი პოპულარობით და საკმაოდ აგრესიული მანერით უპირისპირდება თავის მოწინააღმდეგეს - „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი შენგელიას. მიხეილ სააკაშვილი როგორც შეუძლია ისე ცდილობს ცოლის მხარდაჭერას, თუმცა ზოგჯერ მისი ქცევა და მოქმედების სტილი გაკვირვებას იწვევს: ამას წინათ მან ზუგდიდელებს მოუწოდა - ხმა არ მისცეთ შენგელიას, თორემ თქვენთან ურთიერთობას შევწყვეტო. ისმება კითხვა: რა ურთიერთობის გაწყვეტაზე ლაპარაკობს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული?


თავის მხრივ, პოლიტტექნოლოგები, მართალია, ზოგადად პოზიტიურად აფასებენ სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის სტილს, მაგრამ მის წარმატებაში მაინც ეჭვი ეპარებათ. „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მთელი სახელისუფლო რესურსი მუშაობს -  სანდრა რულოვსის გამარჯვება აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონში არასასურველი პროცესების გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, ზუგდიდის მერად ყოფილი პირველი ლედის არჩევა „ნაცმოძრაობის“ რევანშისტულ განწყობას მკვეთრად გააძლიერებს და ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების წინაპირობებს შექმნის, მისგან გამომდინარე შედეგებით.


თბილისის მთაწმინდის რაიონში შუალედური საპარლამენტო არცევნებისადმი ინტერესს აძლიერებს მასში ექსცენტრიული პოლიტიკური მოძრაობის „გირჩის“ კანდიდატის - ჰერმან საბოს მონაწილეობა, რომელიც მხარს უჭერს პროსტიტუციის, ნარკოტიკების ლეგალიზაციას და სამხედრო გაწვევბის გაუქმებას.


საინტერესოა, რომ „გირჩმა“ წარმატების მისაღწევად მოულოდნელი სვლა გააკეთა: მოძრაობამ „გამადიდებელი შუშით“ შეისწავლა საარჩევნო კოდექსი და ვერაფერი დარღვევა ვერ ნახა იმაში, თუ მთაწმინის რაიონში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას თბილისის სხვა რაიონების ამომრჩევლებიც მიიღებენ. ამისათვის მათ ცესკოს მხოლოდ განცხადებით უნდა მიმართონ. სხვათა შორის, „გირჩელების“ საარცევნო სქემაში მონაწილეობაზე თანხმობა ათეულობით ახალგაზრდამ განაცხადა. ამასობაში კი თვით მოძრაობის ლიდერები დროს უქმად არ კარგავენ - მათ პოლიტიკური ორგანიზაციის ოფისში, პირველად საქართველოში - ოფიციალური საროსკიპო გახსნეს, „პიონერის“ სახელწოდებით“, - ნათქვამია სტატიის ბოლოს.

 

მოამზადა სიმოინ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge