Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:34 15.05.2019
ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე ეფექტური შოუთი წარდგა

ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე ეფექტური შოუთი წარდგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა. გამოსვლის სასცენო დადგმაზე საქართველოს პირველი არხის რეჟისორმა, ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა, ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს. ცოტა ხანში გაირკვევა, მოხვდება თუ არა საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის ფინალურ ეტაპზე. ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე მითითებული იყო მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. უცხოეთში მცხოვრებ გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზეშეუძლიათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა. დღევანდელი შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველმა არხმა შემოგთავაზათ. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს, ფინალი – 18 მაისს გაიმართება.

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge