Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:36 14.05.2019
„თავისუფლება გელა კვარაცხელიას! - ის შეეწინააღმდეგა სისხლის სამართლის დამნაშავეების და მათი რეჟიმის აღზევებას იმ ფორმით, როგორც შეძლო“

ჟურნალისტი ზაზა დავითაია ეხმაურება დღეს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, როცა სანდრა რულოვსის მხარდამჭერებს თავს დაესხა ზვიად გამსახურდიას მომხრე:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

„თავისუფლება გელა კვარაცხელიას! ის შეეწინააღმდეგა სისხლის სამართლის დამნაშავეების და მათი რეჟიმის აღზევებას იმ ფორმით, როგორც შეძლო, რადგან ამ სახელმწიფოში საამისოდ სამართლებრივი საშუალებები არ არსებობს! სამართალი ხელისუფლებას ფარდობითად ესმის! თუ ასე არაა, დღემდე რად არ დააკავეს ნაცი ზონდერი დავით ნაფეტვარიძე, რომელიც 20-ზე მეტი სატელევიზიო კამერის და 200-მდე ადამიანის წინ დღისით მზისით, პირდაპირ ინტერვიუს აღების მომენტში თავს დამესხა, ხელი შემიშალა ჟურნალისტურ საქმიანობაში? დანაშაულის სათავე უნდა მოისპოს! ოცნებავ, გელა კვარაცხელია კი არა, სანდრა მფატრავი გყავს დასაკავებელი! დროულად თუ სამართლიანობას არ აღადგენ, ეგ მფატრავი გამოგისვამს ყელში დანას და ძეხორციელს არავის შეეცოდები!!! თავისუფლება გელა კვარაცხელიას!“

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებული გელა კვარაცხელიაა, რომლის თქმითაც სანდრა რულოვსსა და მასთან ერთად მყოფ პირებზე თავდასხმის მიზეზი ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სიტყვები იყო. “ზვიად გამსახურდიას გამო ყოველთვის მზად ვიყავი და ვიქნები. ზვიადის გამო ციხეში ჩავჯდები. მე ყოველთვის ვიბრძოდი შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის ბანდის წინააღმდეგ. მე მაგ ქალს, სანდრას, სამეგრელოში არ შემოვუშვებ. ეს სამეგრელოა, ეს არ არის ჰოლანდია. “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ მაქვს”, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge