Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:55 13.05.2019
„ეს ადამიანები არაერთხელ შეუმჩნევიათ, რომ ცრუ და არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებენ - თუ რაიმე ფაქტი არსებობს ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით, მიმართონ სამართალდამცავებს“

ბატონი ბეჟაშვილი, ბატონი მინაშვილი, ბატონი ხაბეიშვილი ჩამწკრივდნენ რიგში და გვიყვებიან იმის შესახებ, თუ რა მძიმე ვითარებაა ზუგდიდში. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს, მმართველი გუნდი ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ენმ მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ამით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

 

“ქართული ოცნება” ძალიან მშვიდ, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ზუგდიდელებს გეგა შენგელიას არჩევა. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელთა საფუძველიც და ერთადერთი დასტურიც ზემოჩამოთვლილი ადამიანების სიტყვებია – ეს არის სიცრუე. ეს ადამიანები არაერთხელ შეუმჩნევიათ იმაში, რომ ცრუ და არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებენ, ქმნიან, თითქოსდა, დაძაბულობის ფონს. თუ რაიმე ფაქტი არსებობს ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით, მიმართონ სამართალდამცავებს. დამერწმუნეთ, ჩვენ ზუგდიდელებს არ ვაკადრებთ იმას, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ძალიან მშვიდი, ნორმალური კამპანიის ფონზე მივიდეთ არჩევნების დღემდე და დავასრულოთ ეს არჩევნები გამარჯვებით”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა მედიას იმ პირების ვინაობა წარუდგინა, რომლებიც სამეგრელოში ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობენ. ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სანაცვლოდ ამომრჩეველს 150 ლარს სთავაზობს, 200 ლარს კი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს. აღსანიშნავია, რომ ენმ-ის ლიდერს გამართულ ბრიფინგზე ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge