Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:25 13.05.2019
"ირანთან ომი იქნება კატასტროფა, რადგან ომანის ყურე ჩაიკეტება“

აშშ-ს მიერ სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღების გაგზავნის ფაქტს ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ასეთი კომენტარით პასუხობს:  

 

"ირანთან ომი იქნება კატასტროფა, რადგან ომანის ყურე ჩაიკეტება, ნავთობ-ტანკერები განადგურდება, საუდის არაბეთის "არამკო" განადგურდება, ამერიკული ბაზები დუბაიში, ბაჰრეინზე, ერაყში, საუდის არაბეთში და ნავთობმომპოვებელი ქარხნები ცეცხლის ალში გაეხვევა".

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით საბრძოლო გემები და პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემა გაიგზავნა. ამის შესახებ განკარგულებას პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუ სად განთავსდება საბრძოლო შეირაღება. ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბირთვული შეირაღების გამო გამწვავდა. ისინი აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან საფრთხეს ელიან, რის გამოც რეგიონში დამატებითი სამხედრო შეირაღების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge