Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:10 12.05.2019
აშშ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კურსდამთავრებულებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ, როცა მათ ქრისტიანული რწმენის გამო დასცინებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კურსდამთავრებულებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ, როცა მათ რწმენის გამო დასცინებენ. ამის შესახებ პენსმა უნივერსიტეტ „ლიბერთიში“ გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „იუესეი თუდეი“ ავრცელებს. პენსის თქმით, კურსდამთავრებულები უნდა მოემზადონ იმ გამოწვევებისთვის, რომელსაც, მათი რწმენის გამო, ჰოლივუდი, მედია და მემარცხენეები უმზადებენ. „ისინი, რომლებიც ტოლერანტობაზე ყველაზე ხმამაღლა საუბრობენ, ტრადიციული ქრისტიანობისადმი ნაკლებად ტოლერანტულები არიან“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

პენსის თქმით, მისი მეუღლე „ხისტი თავდასხმების ობიექტი გახდა, როდესაც ქრისტიანულ სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად დაბრუნდა“. „აშშ-ის ისტორიაში ქრისტიანად ყოფნა ყოველთვის მარტივი იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თქვენ შეიძლება თავი აგარიდონ ან დაგცინონ კიდეც ბიბლიის სწავლების დაცვისთვის. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა“, – განაცხადა პენსმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge