Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:24 11.05.2019
"გირჩი ზურაბას „გულწრფელობა“ არ გაიშვას უკანა კარებში - აბა, ეგ არის აფერისტი, თუ არის!"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

"დიდი გამჭრიახობა არა სჭირდება, რომ დავინახოთ: გირჩი ზურაბა ისეთივე აფერისტია, როგორც ყველა დანარჩენი ე.წ. პოლიტიკოსი. თუმცა უდავოდ გამორჩეულიც არის, რადგან სხვებისგან განსხვავებით , ორმაგად აფერისტია: ორმაგად იმიტომ, რომ თავისუფლება „გულავიაო“ ხომ იტყუება და იტყუება, ასევე - მე გაგათავისუფლებთ და მაგრა გაგულავებთო - ამაზე „აგდებს“ ხალხს. მართლაც - მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა გაიკეთა, მის ოფისში პლანი არ იღება, ასევე, მის ახალ საროსკიპოშიც ტყუილად დაუწყებთ ძებნას სექს-მუშაკებს, იქ მხოლოდ პოლიტ-მუშაკნი არიან დასაქმებულნი. პლანი თუ გაქვს, შეიძლება ოფისში მოგაწევინოს კიდეც და თუ ბოზს ააგდებ და იქ მიიყვან, 49, 9 ლარად „პიონერის“ სარეცელსაც, ალბათ დაგითმობს. თუმცა, არ მეგულება ვინმე ჭკუათამყოფელი, რომელიმე პარტიის, გირჩზე გირჩიც რომ იყოს, ოფისში მივიდეს დასაბოლებლად ანდა საბოზაოდ!


ჯარისგან ხომ რეალურად იხსნისო, მკითხავთ. საუბედუროდ, დიახ, თუმცა აბა ეგ არის აფერისტობა, თუ არის! ჩვეულებრივ დეზერტირობას რელიგიად, თანაც „ბიბლიურ თავისუფლებად“ აფორმებს, რაც ადრე თუ გვიან ცუდად დამთავრდება თავად ამ ძალად თუ თავ-მოტყუებული დეზერტირისთვისაც: სახელმწიფო მალე გამოფხიზლდება და ამ აშკარა აფერისტობისთვის და დეზერტირული ნაძირლობისთვის უთუოდ პასუხს მოითხოვს; ასე რომ, „ჯარიდან დახსნაც“ უდავოდ აფერისტობაა, თანაც ასევე ორმაგი (რადგან არც რელიგიასთან და არც თავისუფლებასთან დეზერტირობას, რაც სისხლის სამართლის ბანალური დანაშაულია, საერთო არაფერი აქვს!) და დეზერტირობაში არაფერია არც ორიგინალური!


გირჩი ზურაბას უნიკლაურობა ისაა, რომ არა ორდინალური აფერისტია, არამედ ყალბ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ კი არ იტყუება, არამედ თურმე „ბიბლიური თავისუფლებისთვის“ გულწრფელად იბრძვის! ძალიან გულუბრყვილოებს აჯერებს კიდეც. ძირითადად ახალგაზრდებსა და გამოუცდელებს, რომელთაც „გულავი“ თავისუფლებად ეჩვენებათ და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდებიან, რომ ასეთ „გულავში“ რაც პლანით დაბოლებასა და ბოზობა-მრუშობას მოაქვს, მეტად დიდი ფასის გადახდა მოუწევთ, ასევე - ასეთი "საკაიფო" „თავისუფლება“ მძიმე დამოკიდებულებითა და მონობით მთავრდება ხოლმე,როგორც წესი!


ასე რომ, გირჩი ზურაბას „გულწრფელობა“ არ გაიშვას უკანა კარებში - აბა, ეგ არის აფერისტი, თუ არის!" - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge