Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:22 10.05.2019
კომპანია „ველსის“ ხელშეწყობით პირველი წიგნი ტრეიდინგზე - „ვაჭრობის საფუძვლები“ გამოიცემა

საერთაშორისო სავალუტო და საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა, თანამედროვე ეპოქაში, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ვაჭრობის ამ ფორმას - ტრეიდინგი ეწოდება, ხოლო „ვაჭარს“ ტრეიდერი. ტრეიდინგი სპეციალური სავაჭრო პლატფორმებით ხორციელდება და ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია. იმისათვის, რომ ვაჭრობა წარმატებით დასრულდეს, საჭიროა დარგის ცოდნა და გამოცდილება. გამოცდილების პროცესში, ხშირია გარკვეული პრობლემები, ზოგჯერ გამოუსწორებელიც კი. იმისათვის, რომ ტრეიდერმა ასეთი შეცდომა აიცილოს, აუცილებელია სწორი განათლება, კვალიფიციური ტრეიდერებისგან.  საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი, საქართველოში წლებია ცდილობს, საბროკერო საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებას, რაც შეიძლება მეტი სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ამისათვის კი არაერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტები ხორციელდება. მათ შორის, ერთ-ერთია პირველი წიგნი ტრეიდინგზე - „ვაჭრობის საფუძვლები“. ამ წიგნზე მუშაობა, კომპანიის წარმატებული ტრეიდერებისა და ანალიტიკოსების მხრიდან, რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

 


როგორც კომპანია ველსი-ს წარმომადგენლები ამბობენ, ამ წიგნის გადაშლით, თითოეული დამწყები ტრეიდერი უკვე ერთი ნაბიჯით ახლოსაა საკუთარ პროფესიულ წარმატებასთან. მასში მარტივდა გასაგები ენით არის აღწერილი, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მოვაჭრემ წარმატების მისაღწევად საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ანალიზის ყველაზე გავრცელებული მეთოდები. სახელმძღვანელოში ასევე აღწერილია ის ფსიქოლოგიური მომენტები, რომელიც ახლავს ფორექსის სავალუტო ბაზარზე რეალურ სავაჭრო ოპერაციებს. სახელმძღვანელოსბოლომდეშესწავლით, თქვენშეიძენთცოდნას, რომელიც გაგაცნობთ ტრეიდერის ჭეშმარიტ პოტენციალს და პერსპექტივ ვაჭრობაში.

 


წიგნი ასევე საიტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს აიმაღლოს საკუთარი ფინანსური კომპეტენცია, შეისწავლოს ფინანსური ბაზრების მექანიზმები და დამოუკიდებლად შეძლოს ანალიზის ჩატარება რეალური ვაჭრობის სამართავად.

 


საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის ნების მიერ მონაწილეს, ნათლად უნდა ქონდეს გათვითცნობიერებული, რომ ამ სფეროში მოღვაწეობა დაკავშირებულია ფინანსურ რისკებთან. ამიტომ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ არსებული ფინანსური აქტივების მოცულობად არეალურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები.

 


ავტორებმა, წიგნის წერისას, დეტალურად განიხილეს ფორექსის თითქმის ყველა ასპექტი, დაწყებული ბაზრის ისტორიითა და სტრატეგიებით, დამთვრებული ფინანსური ინსტრუმენტებისა და თანამედროვე სერვისების აღწერით. თეორიული კურსი გამყარებულია პრაქტიკული მაგალითებით და თვალსაჩინო სადემონსტრაციო გრაფიკებით.

 


კომპანია ველსი-ს გენერალური დირექტორი დიმიტრი სუკიასოვი ამბობს, რომ წიგნი დიდი ტირაჟით გამოიცემა და ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის.

 

პირველი წიგნი ტრეიდინგზე (ვაჭრობა მსოფლიო სავალუტო და საფონდო ბაზრებზე) – „ვაჭრობის საფუძვლები“, უკვე სტამბაში, ბეჭდვის რეჟიმშია და ის მსურველებისათვის, ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. მეტი დეტალებისათვის ეწვიეთ საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს ვებ-გვერდს - www.wt.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge