Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:39 09.05.2019
"როცა ვიკითხავთ ხოლმე, რატომ ვართ ამ დღეში, უნდა ვიცოდეთ, რომ..."

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

 "ჩემი 9 მაისისეული განწყობა


ბიძაჩემი ირაკლი ქართველიშვილი უნიჭიერესი გამომგონებელი და გეოლოგი იყო. მას როგორც მეცნიერს ჯავშანი ქონდა და ომში არ მიყავდათ. ისევ მტრობამ და შურმა ქნა ის, რომ ჯავშანი მოხსნეს და პირდაპირ ქერჩში უკრეს თავი. ის უგზო უკვლოდ დაიკარგა. დარჩა ახლადშერთული მეუღლე -- ზინა იმნაძე, რომელიც აღარ გათხოვილა და სიკვდილამდე უერთგულა ირაკლის. როცა დღეს ვიკითხავთ ხოლმე რატო ვართ ამ დღეში, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით ვეღარ ვდგავართ იმ კულტურაზე რასაც ქართული ცხოვრების წესი ერქვა და რასაც ასე მონდომებით ვკლავთ ჩვენში..."– წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge