Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:46 08.05.2019
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს ახალგაზრდულ ლიგაზე კარატეში, საქართველოს ნაკრების წევრმა გამარჯვება კვიპროსში ჩატარებულ ტურნირზე მოიპოვა. მსოფლიო ტურნირზე 100-ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი მონაწილეობდა.




,,საქართველოს ნაკრები კვიპროსზე, 11 სპორტსმენით ასპარეზობდა. ტატო სამხარაძემ შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ის ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და საქართველოს ისტორიაში ერთ - ერთი წარმატებული გამოსვლა აჩვენა," - ამბობს ტატო სამხარაძის მწვრთნელი ირაკლი ღონღაძე. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

 

 

kutaisipost.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge