Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:05 08.05.2019
ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დსთ-ს წევრი სახელმწიფოებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. მისალოცში კრემლის ლიდერი წერს, რომ „ამ დიდი დღესასწაულის დღეს მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი თანამოქალაქეების სამაგალითო გმირობას, რომლებმაც დაიცვეს მშობლიური მიწა და იხსნეს სამყარო ფაშისტური აგრესიისგან. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც მამაცურად ებრძოდნენ დამპყრობლებს ბრძოლის ველზე და შრომობდნენ ზურგში. ჩვენი საერთო ვალია, წმინდად შევინახოთ მათი გმირობის ხსოვნა და აურაცხელი მსხვერპლი, ვიზრუნოთ და ყურადღება მივაქციოთ ვეტერანებს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ვლადიმერ პუტინი ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge