Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:31 05.05.2019
„ისინი გვბომბავენ - ჩვენ ვმრავლდებით! არაბები ისვრიან და ისრაელის ღმერთი იცინის ებრაელებთან ერთად - ემიგრანტებო! გთხოვთ, დაიცვათ წესები თქვენივე თავდაცვისათვის“

ანა კოელი, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, ისრაელში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოდან წასულ ემიგრანტებს მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

 

ემიგრანტებო! განსაკუთრებით ვინც პირველად ხვდებით ისრაელის საგანგებო მდგომარეობას. გთხოვთ, დაიცვათ წესები თქვენივე თავდაცვისათვის. ყურადღებით იყავით. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს. არ შეხვიდეთ პანიკაში განგაშის ხმაზე, გაიქეცით იქეთ, სადაც ისრაელელები გარბიან, მათ იციან სადაა თავშესაფრები, სავარაუდოდ, საქართველოს საელჩოს ექნება ცხელი ხაზი, სადაც აგიხსნიან ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მითითებებს. თუ არა და გვკითხეთ, არაა სირცხვილი. ისრაელის მოსახლეობის რაოდენობა ამ რეალობაში 9 მილიონს გადასცდა! ისინი გვბომბავენ? - ჩვენ ვმრავლდებით!

1. იკითხეთ თქვენს ახლოს სადაა დაცული ტერიტორიები (ბომბაუბეჟიშები),წინასწარ იცოდეთ.
2. არ შეხვიდეთ პანიკაში
3. არ დაიწყოთ ერთმანეთის მოკითხვა, ყველამ "უშველეთ" საკუთარ თავს, ამით დაიცავთ სხვასაც, ერთმანეთის დახმარება ქმნის მხოლოდ პანიკას და დრო არ გაქვთ: აშდოდში სულ 45 წამი გაქვთ „სირენის“ ჩართვიდან, ცოტა არ გეგონოთ, თელ-ავივს წუთ ნახევარი!
4. ქუჩაში ვინც მოხვდებით, სწაფი რეაგირებით შეხედეთ, რას აკეთებენ ისრაელელები და ისევე მოიქეცით.

 

და მთავარი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე! ღმერთი ჩვენსკენ!

მილუიმნიკების (სათადარიგო ჯარისკაცების მგონი ქართულად) მობილიზებაა გამოცხადებული, ღაზის სექტორის საზღვარზე გადანაწილდა საბრძოლო მძიმე ტექნიკა, სატანკო ბრიგადა. სამხრეთში საგანგებო მდგომარეობაა! ისრაელს ხამასმა ომი გამოუცხადა, სამხრეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თელ-ავივი ან ჩრდილოეთი არ იყოს ფხიზლად. არაბები ისვრიან და ისრაელის ღმერთი იცინის ებრაელებთან ერთად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge