Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:21 04.05.2019
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამდღიანი წვრთნები აზერბაიჯანში პირველ მაისს დაიწყო. „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2019“- ის მიზანს ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. წვრთნებში სამხედრო შენაერთები, ჯავშანტრანსპორტიორები, ნაღმმტყორცნები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.  ღონისძიებაში თავდაცვის სისტემაც იყო ჩართული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge