Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:54 22.04.2019
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დანიაში სოლო კონცერტს გამართავს
  • 23 მაისს, 20.00 სთ-ზე, დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით (ელჩი გიგი გიგიაძე) მე-18 საუკუნით დათარიღებულ ფრედერიკის სახელობის ტაძარში,რომელსაც მეორენაირად მარმარილოს ეკლესიასაც უწოდებენ, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ სოლო კონცერტს გამართავს.

 

 

უმნიშვნელოვანესია ანსამბლისთვის ეს გამოსვლა, ერთის მხრივ იმით, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, სკანდინავიის ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანაში საკუთარი ეროვნული კულტურის წარმოჩენის საშუალება ეძლევა, მეორეს მხრივ კი თავად დანია სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც საინტერესო მუსიკალური ტრადიციები გააჩნია. შესაბამისად, ანსამბლი ,,შავნაბადა“ ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება და საკონცერტო რეპერტუარის შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, კოპენჰაგენში ქართული ხალხური სიმღერების გამორჩეული ნიმუშებთან ერთა ,,შავნაბადა“ საქართველოს და დანიის ჰიმნებსაც შეასრულებს.
ამდენად, კოპენჰაგენში, ფრედერიკის ტაძარში გამართული კონცერტი, სადაც პირველად გაჟღერდება ქართული მრავალხმიანი მუსიკა, საქართველოს ეროვნული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტის გაზრდაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 

(ფრედერიკის ტაძარი)
კონცერტზე დასწრება თავისუფალია, შესაბამისად მასზე მოხვედრას ყველა მსურველი შეძლებს ვინც იმ დროს კოპენჰაგენში იქნება. ანსამბლ ,,შავნაბადას“ კონცერტს ასევე დაესწრებიან დანიაში მცხოვრები ქართველები, დიპლომატიური კორპუსის და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge