Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:14 22.04.2019
პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 16 პირი რჩება

პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პირი რჩება. საავადმყოფოს ექიმის მაია მრელაშვილის ინფორმაციით, დაშავებული პაციენტებიდან ძირითადად ის პოლიციელები არიან, რომლებმაც დაზიანებები თავის არეში მიიღეს და ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნებათ. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ქირურგიურ ჩარევას არ საჭიროებენ.

 

„ღამის განმავლობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 17 დაშავებული მკურნალობდა, ერთმა დღეს დილით დატოვა სამედიცინო დაწესებულება. დანარჩენი 16 პაციენტი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება, მათ ძირითადად ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნებათ. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღის განმავლობაში სავარაუდოდ, რამდენიმე დაშავებული კიდევ გაეწერება", - აღნიშნა ექიმმა მაია მრელაშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge