Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:08 15.04.2019
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება ეკლის გვირგვინი, რომელიც მაცხოვარს ედგა თავზე ჯვარცმისას“

ფეისბუკგვერდი დიდება მაღალთა შინა ღმერთსა აქვეყნებს ცეცხლმოდებული ნოტრ-დამის ფოტოს და წერს: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. რა მძიმე სანახავია ეს ყოველივე. სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება ეკლის გვირგვინი, რომელიც მაცხოვარს ედგა თავზე ჯვარცმისას,“ წერს ფეიბუკგვერდი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge